შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გორში შუახნის მამაკაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა ცაბაძის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ველოსიპედით მიმავალმა პირმა მამაკაცს ზურგიდან დანა დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
კომენტარები