ინტერპოლის მიერ ძებნილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას გერმანიიდან საქართველოში ექსტრადირებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„– განეშორები დავით ჭაკუას?
– განვეშორები! (სამგზის)
ამ დღეშია შალიკოს ფანჩატურის ნაცსექტა, რომელიც, უკვე გავიგეთ, თუ რატომ ესხმოდა თავს გერმანიის ელჩს.
ატყობთ, რა ეგზისტენციალურ კრიზისში არიან ნაფტალინი ფანჩატურელნი?
ჯერ სად არიან? პოლიტწიწილები (კარგი გაგებით) შემოდგომაზე დაითვლებიან.
„ლელოს“ კი ვთხოვ, გრ. გეგელია ჩააჩოჩეთ, რამეთუ მისი ნარატივი – ივანიშვილმა საქართველო პრორუსულ ორბიტაზე მოაქცია – არის უვიცი გოიმი ბაბუცა ლომჯარიების კლასტერის ნარატივი და სრულიად სამარცხვინოა!
მეტი ჯანსაღი მოლაპარაკე თავები 2020-2024 პარლამენტს და არა გაცვეთილი, სტანდარტული დებილები!
იმედითა და საქმითა ჩვენითა“, – წერს გია აბაშიძე.