რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისის მკვიდრი, ჯონი გოგიჩაშვილი დააკავეს. გოგიჩაშვილი სოფელ ბერშუეთში, ე.წ. საზღვრის სიახლოვეს დააკავეს.
დაკავებულის ახლობლების განცხადებით მას.ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და მისი აყვანა ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.
დაკავებული არასრულწლოვანია. მის გასათავისუფლებლად ოსურ მხარესთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
კომენტარები