ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, გურამ ამირხანაშვილის და ერთ-ერთი თანამშრომლის სატელეფონო მიმოწერაა, – არის მორიგი ინსცენირებული სიცრუე, გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას ემსახურება.
ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
-„ტელეფონთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, მორიგი ინსცენირებული სიცრუეა, არ შეესაბამება სიმართლეს, რა თქმა უნდა, ეს მიმოწერა არ ეკუთვნის გურამ ამირხანაშვილს. ეს ემსახურება მოწმეზე ზეწოლასა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას.
აღნიშნული ტელეფონს ამოვიღეთ, ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, – დადგინდება, ვინ განახორციელა მიმოწერები, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ტელეფონი და ა.შ.
ის პირები, ვინც ამ ყველაფრის უკან იდგნენ, დადგინდება, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“,-განაცხადა პროკურორმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, – გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს