გიორგი შაქარაშვილის საქმის არასრულწლოვანო ბრალდებულის ზ.ხ.-ს მამა დღეს პოლიციამ დაკითხა. თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებს კითხვები დაჯგუფება “თეთრი ისართან” დაკავშირებით ჰქონდათ.
გარდა ამისა, პოლიციამ დღეს ხომასურიძის სახლიც გაჩხრიკა. “მთავართან” საუბარში ხომასურიძე ამბობს, რომ სამართალდამცველები ე.წ ფლეშკას ეძებდნენ, რომელიც თავად გაანადგურა. “ეძებდნენ ფლეშკას რომელიც მე გავანადგურე და რომელზეც იყო რაღაც-რაღაც ინფორმაცია. უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია. მე არ მჭირდება იმიტომაც გავანადგურე – ამბობს ხომასურიძე.
პოლიციამ ხომასურიძის სახლიდან ჩხრეკისას მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და საბუთები ამოიღო.
კომენტარები