„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისნის მაჟორიტარად ხატია დეკანოიძის დასახელებას „ფეისბუქზე“ ეხმაურება.
„მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია, თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო“,– წერს უგულავა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე დაასახელა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე წარადგინა.
კომენტარები