ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელშიყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
“კარგად გადაღებულია (ხედები, კარგი ოპერატორი, დაკიდებული მიკროფონი, “სუფლიორი” და ა.შ). კონტენტურად კი არის ნაცსექტანტებისათვის მორიგი ფუჭი იმედისმომცემი და რეალურად ნაცებისათვის წამგებიანი.
მორიგ კლიპს სად გადაიღებს? ალბათ, სადმე ტაო-კლარჯეთში. “ეკლესიურობა” და “პატრიოტობა” უნდა დაგვანახოს ამ გაცვეთილმა ძებნილმა. მეცოდებით და გითანაგრძნობთ მიშას ფანებო…”, – წერს აბაშიძე.
კომენტარები