უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სააპელაციო სასამართლოს მიერ, 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის ფაქტს ეხმაურება.
უფლებადამცველის თქმით, საქმე რომელშიც მისი ორგანიზაცია იყო ჩართული საკმაოდ ხარვეზიანი იყო და არც არაფრის იმედი არ ჰქონდათ, მეტიც, ისინი აღნიშნულ ქეისს სტრასბურგისთვის ამზადებდნენ, თუმცა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ გამართლებული ბრალდებულის ცოტა ხნის წინ, სააპელაციოს მიერ დამნაშავედ ცნობა მისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა: “ვაიმე, არ მჯერა! გურჯაანის პედოფილიის გახმაურებული ქეისი, სადაც პირველმა ინსტანციამ გაამართლა დამნაშავე, აპელაციამ შეცვალა და 13 წელი მიუსაჯეს ამ წამს… თუ მჯეროდეს… ისე გვიან ჩავერთეთ ამ საქმეში და ისეთი ხარვეზიანი იყო, არაფრის იმედი აღარ მქონდა და სტრასბურგისთვის ვემზადებოდით. მეტირება” – დაწერა ბაია პატარაიამ “ფეისბუქის”პირად გვერდზე.