“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილის თქმით, განსხვავებით საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” მიერ წარდგენილი სიისგან, რომელსაც სათავეში “მორალური სიმბოლო უდგას”, “ქართული ოცნების” სიის სათავეში არის ადამიანი, რომლის სახელსაც სკანდირებდნენ, როგორც “გახარია თვალთხარია.”
“განსხვავებით ჩვენი სიისგან, რომელსაც სათავეში უდგას, ერთის მხრივ, ყველასთვის საყვარელი ადამიანი და მორალური სიმბოლო, სათავეში უდგას, ასევე, გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ფაქტობრივად გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომ არა გაყალბება, რომელიც უზრუნველყო ხელისუფლებამ. ამასთან შედარებით, “ქართული ოცნების” სიას სათავეში უდგას ადამიანი, რომლის სახელსაც სკანდირებდა მთელი საქართველო – შეგახსენებთ – გახარია თვალთხარია,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.