“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება.
როგორც უგულავა ამბობს, კვლევები აჩვენებს, რომ ხალხს ორპულოსიანობა აღარ სურს.
“მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი არ გახდება. ამაზე საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არსებობს. ეს სამწუხაროდ არის იგივე ორპოლუსიანი თამაში, რომელსაც გვთავაზობს 2013 წლიდან ივანიშვილის და ამ თამაშს იღებს სააკაშვილი. ეს აძლევს მას ტივტივის შესაძლებლობას, რომ იყოს მთავარი ოპოზიციონერი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
კომენტარები