პოლიტიკური გაერთიანება “სტრატეგია აღმაშენებელის” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოში მისი ბილბორდი არ არსებობს. მიზეზად კი ჩარკვიანი ასახელებს, რომ ფასები ბილბორდზე საკმაოდ მაღალია
“ალბათ ყველა შეამჩნევდა, რომ ქალაქის მასშტაბით, ჩემი ბილბორდი არ არსებობს. გიორგი ვაშაძის ბილბორდი არის, რადგანაც ის საპრემიერო კანდიდატია და ეს ნორმალურია. ჩემი კი იმიტომ არ არის, რომ როდესაც ბილბორდის ფასები შევიტყვე, გავოცდი, ძალიან სოლიდურ თანხაზეა საუბარი. ეს არ არის პრანჭვა. საბურთალოელები მე მიცნობენ და იციან, რომ ჩემთვის მთელი ცხოვრება მაჟორიტარობაა, მე ბერკეტები არ მჭირდება. საქართველოში აღარ არსებობს საშუალო ფენა და ჩემს ბილბორდს უნდა უყურონ?! მხოლოდ ფლაერები დავბეჭდეთ,”-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა რუსთავი 2-თან.
“ქალაქში ჩემი ბილბორდი არ არსებობს, ფასები შევიტყვე და გავოცდი”
07.10.2020 22:49:23

ნანახია: 676 ჯერ