ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
“არ მიყვარს პათეტიკა, მაგრამ შე დედააფეთქებულო სამშობლოს მიწას რომ ჰყიდი და იმ მაყუთით შვილებისთვის ფორთოხალს ყიდულობ, არ ფიქრობ – ყელში როგორ გადაუვათ?
ის ვინც დავალება გასცა, ხომ… აი, ვფიქრობ რა შედარება მოვიყვანო, მაგრამ შესაფერისი ვერ მოვძებნე და ის ვინც ეს დავალება შეასრულა, ხომ სუფთა მონაა.
არა, მონა კი არა – ლოკოკინა, რომელსაც მიშაც ჰკიდია და გრიშაც.
მისთვის მთავარია იმ ლორწოში იჯდეს თბილად.
და ამ დროს გამოხტება ვიღაც და სისულელეების როშვას იწყებს, ვითომდა თავის გამართლების მიზნით.
ფუი, თქვენი უჯიშო სული რა ვთქვი!” – წერს გაბრიჭიძე.
კომენტარები