ჟურნალისტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„შალვა ნათელაშვილმა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენოს: 2 ნოემბრის არჩევნებში 12% მიიღო.
იმ არჩევნების მხოლოდ პროპორციული ნაწილი გაუქმდა!
2004 წლის 28 მარტის ხელახალ საპარლამენტო არჩევნებში (პროპორციულში) სააკაშვილმა ბურჯანაძე-ჟვანია-ძიძიგური და რესპუბლიკელები შეიწოვა ერთიან სიაში და 135 მანდატი გაინაღდა, ლეიბორისტებმა კი 5.8% მიიღეს და… ვერც ერთი მანდატი ვერ მოიპოვეს!
მხოლოდ მემარჯვენე ოპოზიცია (ახალი მემარჯვენეები და მრეწველები) დაეუფლა 15 მანდატს 7.6%-ით!
მანამდე რამდენი მანდატი ჰქონდათ 12%-იან ლეიბორისტებს, თვითონაც არ დავიწყებიათ! არც დაავიწყდებათ, რადგან სხვებთან ერთად პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ისინიც გამოყარეს ბანდერლოგებმა!
2 ნოემბერს არჩეულმა მაჟორიტარებმა რა ქნეს 2004 წელს არჩეულებთან ერთად, ესეც კარგად გვახსოვს!
მიაქციეთ ყურადღება:
“ბატონო შალვა, ბატონო შალვა!” – უხმობდნენ „ნაცსექტანტები“ წუხანდელ შუაღამის სერობაზე. რატომ?!
პარალელს კი არ ვავლებ, ამ სააკაშვილს აყოლილ პარტიებს შევახსენებ, რა ხდება, როცა სხვის თამაშს თამაშობ!
ახლაც ასეა: სააკაშვილმა გამოიყენა ნათელაშვილის ქარვასლა, ბოლოს ორიოდ კაცი ჩასვა თავის პარტიულ სიაში და თავი ერთიანი ოპოზიციის პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა!
ნათელაშვილი გვარამიას ტელევიზიის ეკრანიდან რომ ჩამოხსნეს, ესეც სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო!
ახლა კი იმ მანიაკმა თავისი გეგმის მეორე ნაწილის განხორციელება დაიწყო – კონტრდემოკრატიული მექანიზმი ჩართო დესტაბილიზაციის პროვოცირებით და ისევ ამ პარტიებს შეაწმენდს სისხლიან ხელებს!
ერთხელ გაჭამათ, ორჯერ გაჭამათ, სამჯერ გაჭამათ!
რამდენჯერ უნდა გაჭამოთ, მოგწონთ ბითურად ყოფნა?!
შ. ნათელაშვილმა ისიც გაიხსენოს, 2007 წლის ნოემბერში ცალკე თვითონ და ცალკე მისი ოჯახი (მცირეწლოვანი ბავშვებით!) სად ემალებოდნენ მანიაკი სააკაშვილის ჯალათებს, რომლებიც გამალებული ეძებდნენ და რომ არა ამერიკის საელჩო, ვინ იცის, ცოცხლებიც ვერ გადარჩენილიყვნენ!
არც ის დაავიწყდეს, რომ კობა დავითაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი იყო, მანიაკმა სააკაშვილმა კი სასიკვდილოდ გაწირა და სასტიკად აცემინა, რის გამოც ახლა გადაადგილება უჭირს!
ასე რომ, კარგად დაფიქრდით, ვის თამაშს თამაშობთ!“ – წერს მძინარაშვილი.