წალენჯიხაში ამ წუთებში მერიის ყოფილ შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცეცხლი შენობაში გამთენიისას გაჩნდა. მთლიანად დაიწვა მესამე სართული, ასევე ჩაინგრა სახურავი.
დაზიანდა მეორე სართულიც, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისებია განთავსებული. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად, გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება.
კომენტარები