“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები ზუგდიდის საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მოინახულა.
მინისტრის მოადგილე ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მათ შესახებ ინფორმაცია მკურნალი ექიმისგან მიიღო.
კვარაცხელიას განმარტებით, მდგომარეობა სტაბილურია და კვალიფიციურ მკურნალობის კურსს გადიან.
კომენტარები