„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კვალიფიციურ მკურნალობას გადიან, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.
ნაცემი ახალგაზრდები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავდმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მოინახულა.
„ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სოფელ დიდინეძში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და აქტივისტების მიერ ნაცემი სულ სამი ახალგაზრდა მიიყვანეს, მათგან ერთი ბინაზე გაეწერა და მკურნალობის კურსს იქ განაგრძობს, ორი დაზარალებული ახალგაზრდა კი ამ დრომდე სტაციონარში რჩება“, – ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
2016/10/02 13:24:03
ნანახია: 1670 ჯერ