რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდას სასწრაფო დახმარების მანქანა დაეჯახა.
ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი რუსთავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოძახებაზე მიდიოდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარები