„გიგა ბოკერიამ რაც თავის პარტიას დამართა, ამაზე უარესს მათი პარტიის მტერი ვერ დამართებდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, „ქრონიკას“ განუცხადა, როდესაც „ევროპულ საქართველოში“ ცვლილებებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„რაც არ უნდა ცვლილებები ეძახონ მათ ახლა ჩამოშლას, ამას ტერმინით ვერ შეცვლიან. სტრუქტურული ცვლილებები, გადანაწილება, გადალაგება, ეს არის ტყული საიმისოდ, რომ ეს ჩამოშლა არ გავიდეს საზოგადოებში ინფორმაციული თვალსაზრისით. გიგა ბოკერიამ რაც თავის პარტიას დამართა, ამაზე უარესს მათი პარტიის მტერი ვერ დამართებდა. როდესაც სამპროცენტიანს ვეძახდით, ძალიან სწყინდათ, ბოლოს კი ამ პროცენტზე „დაჯდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები