ჩემი აზრია, რომ განახლება არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ ლიდერების ნაწილს და ეს პასუხისმგებლობა ყველა ლიდერმა, ამ შემთხვევაში სამივე ლიდერმა უნდა აიღოს. ჩემი და გიგი უგულავას პოზიციები ემთხვევა, გიგა ბოკერიას კი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„ჩემი აზრია, რომ განახლება არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ ლიდერების ნაწილს და ეს პასუხისმგებლობა ყველა ლიდერმა, ამ შემთხვევაში სამივე ლიდერმა უნდა აიღოს. გზას ვუთმობ ახალ სახეებს, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია თავიანთ გადაწყვეტილებას თვითონ გაახმოვანებენ, მაგრამ არ დავმალავ, რომ ჩემი და გიგი უგულავას პოზიციები ემთხვევა, გიგა ბოკერიას კი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. არ მივდივარ ოპოზიციური ფლანგიდან, პარლამენტში შესვლას არ განვიხილავ, ძალაშია რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, თუმცა მაისიდან ვიღებ პაუზას პარტიულ პოლიტიკაში, მაგრამ ვრჩები ოპოზიციურ ფლანგზე. სახლში დისერტაცია მაქვს დასასრულებელი, მაქვს მიწვევები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მე პოლიტიკიდან არ მივდივარ“, – განაცხადა ბაქრაძემ.