ნიკა მელიას პოლიტიკური ამოცანაა, რომ ის ციხეში მოხვდეს“, -ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბექა დავითულიანი აცხადებს, ნიკა მელია ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„რაც შეეხება ნიკა მელიასთვის მანდატის მოხსნა- არ მოხსნის საკითხის მიზანშეწონილობას, სამწუხაროდ, ნიკა მელია მოქმედებს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო გუნდი, ვალდებულები ვართ ვიმოქმედოთ ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ერთი მიმართულებაა პოლიტიკური კარის ღიად დატოვება პარლამენტისთვის, მეორე მიმართულებაა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობს მართლმსაჯულების სისტემას, გამომწვევად იქცევა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასამართლომ დაუმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ნიკა მელიას პოლიტიკური ამოცანაა, რომ ის ციხეში მოხვდეს. ეს თუ ვინმეს არ აწყობს და არ სჭირდება ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური თვალსაზრისით, ნამდვილად არის ხელისუფლება. მილევად რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერის დაკავება არაფერში არ სჭირდება პოლიტიკური თვალსაზრისით ხელისუფლებას. ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ პოლიტიკური მოტივებით, როდესაც საქმე მართლმსაჯულებას ეხება“,-აცხადებს ბექა დავითულიანი.
ბექა დავითულიანი – ნიკა მელიას პოლიტიკური ამოცანაა, რომ ციხეში მოხვდეს
2021/02/13 18:42:42
კომენტარები
ნანახია: 323 ჯერ