“გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების წევრები “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე “ვერ წავლენ”.
” მელიასთან მიმართებაში, რაც ხდება ცალსახად პოლიტიკური ამბავია. მანდ კითხვა არის წავა თუ არა ხელისუფლება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებაზე. მე მაინც მგონია, რომ მაგაზე ვერ წავლენ”,-აცხადებს ჯაფარიძე.
პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.
კომენტარები