“ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ყოფილი ლიდერი გიგი უგულავა „ფეისბუქზე“ წერს.
უგულავას თქმით, საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის ვალი არ აქვს და არც ხარკის გადახდას აპირებს.
“ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი. ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის ვალი არ გვაქვს და ხარკსაც არავის გადავუხდით. საქართველოს პოლიციამ კი გადაწყვიტოს ვის მხარესაა გავრილოვის თუ საკუთარი ხალხის”,- წერს უგულავა.
კომენტარები