ტყვიავში „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ “ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, გორის 42-ე ოლქის 92-ე საარჩევნო უბანი სოფელ ტყვიავში 13 წუთის დაგვიანებით გაიხსნა.
მათივე ცნობით, კომისიის თავმჯდომარე თავიდან აგრესიულობით გამოირჩეოდა – დამკვირვებლებს უშლიდა რეგისტრატორებთან მიახლოებას და კომისიის სხვა წევრებს უყვიროდა. “ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლის მოწოდების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე დამშვიდდა.
„ამავე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტები სიტყვიერად შელაპარაკდნენ და ერთმანეთი უშვერი სიტყვებით გალანძღეს. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა“, – აცხადებენ “ადამიანის უფლებათა ცენტრში”.
ტყვიავში “ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
2016/10/08 17:11:15
ნანახია: 1531 ჯერ