სტამბოლში აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია „ბიბისი“-ს ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.
ბომბი სტამბოლის მალტეპეს რაიონში, საავტომობილო ესტაკადის ქვეშ აფეთქდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას აფეთქების ორგანიზების უკან.
წლის დასაწყისიდან თურქეთში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძალადობის უკან ქურთი სეპარატისტები ან დაჯგუფება „ისლამური სახელმწუფოს“ წევრები დგანან.
კომენტარები