ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
მანამდე, დანიელსონი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღის მეორე ნახევარში კი შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. დანიელსონმა გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
კომენტარები