რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მკვიდრი დავით ციცაგი დააკავეს. მისი აყვანა ე.წ.საზღვრის სიახლოვეს მოხდა.
დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ციცაგს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და იგი რუსმა სამხედროებმა ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებად ტერიტორიიდან წაიყვანეს.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შსს და ადგილობრივი თვითმმართველობა.
კომენტარები