ობსტრუქცია არ უნდა მოაწყოს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი რურუას თემა არ უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი მოლაპარაკებებში და ოპოზიციას ეუთოს დასკვნაზე უფრო სერიოზული განცხადებები უნდა გაეკეთებინა.
“ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება გამოეცხადებინა ბოიკოტი და ეუთოს დასკვნის მიმართ მხოლოდ ზედაპირული განცხადებები გაკეთდა. რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუას თემა, ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხიმგებლობა, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგან. მათი ამომრჩევლების მიმართ იქნება კორექტული, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგან.”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
კომენტარები