ლევან ვასაძემ დასავლეთს მოუწოდა, არ ჩაერიოს საქართველოს საქმეებში და შეწყვიტოს ოჯახსა და ეკლესიაზე შეტევები.
„მოიხადეთ ბოდიში ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამას განცხადებების გამო, იმის შესახებ, რომ ეროვნული ტრადიციები აღარ არის მნიშვენლოვანი და აშშ-ს პოლიტკის მთავარი პრიორტეტი ყოფილა მამათმავლობის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში. ახლავე შეწყვიტეთ ეს კულტურული ომი მთელი მსოფლის წინააღმდეგ, თორემ თქვენ დაკარგავთ არა მარტო საქართველოს, არამედ თქვენს ქვეყნებსაც. ჯორჯ ვაშინგტონი იყო მმართველი იმავე დროს, როდესაც ჩვენი ბოლო დიდი მეფე ერეკლე. მაგ დრომდე ადრე ჩვენი ბერძენი ძმები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოდან სიბრძნის მოტაცება იყო დიდი გმირობა. იასონი და არგონავტები საქართველოში ჩამოვიდნენ ოქროს ვერძისა და მედეას მედიცინის ცოდნის მოსატაცებლად. ღვინო ქართული სიტყვაა, რომელიც შემდგოში ვინოდ გადაკეთდა მსოფლიოსათვის. დიახ, ჩვენ აღტაცებით შევცქერით თქვენ მოკლევადიან, 200 წლიან წარმატებას და როგორც მარადიულ ერს, გვსურს, თქვენგან ვისწავლოთ თქვენი კულტურის ჯანმრთელი მხარეები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ გახრწნის ნათელ ნიშნებს თქვენ სხეულზე, ისევე როგორც ეს გვინახავს ბევრ სხვაზე, ვინც აქ მოსულა და აქედან წასულა. საქართველო არის ოჯახი და მას არასოდეს შეეხოთ არაფრით, გარდა პატივისცემისა“, – განაცხადა ვასაძემ.