თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მობილურმა ჯგუფმა დათვის ძებნის ოპერაცია შეწყვიტა. ძებნის ოპერაციები შეწყდა, რადგან ორი დღის განმავლობაში ძებნის შედეგად დათვის ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინეს.
17 ოქტომბერს აღნიშნულ სააგენტოში გვიან ღამით საბურთალოს რაიონის იყალთოს ქუჩიდან ზარი დაფიქსირდა. მოქალაქე აცხადებდა, რომ მან ეზოს კარებთან დათვი დაინახა. მას იმ პერიოდიდან მოყოლებული ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
კომენტარები