მუშა, რომელიც ჯიქიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, – ამის შესახებ „კვირას“ საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.
უბედური შემთხვევა გუშინ დილით მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცმა თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავებული შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. იგი კომატოზურ მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვის სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები