სოფელ რუისთან მდებარე “აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსს” ფონდი ”ქართუ” ქარელის მუნიციპალიტეტს გადასცემს.
ფონდ ”ქართუს” პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ რუისთან, ხვალ ოფიციალურად გახსნება “აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსი” – “ფონდი ქართუს” მორიგი საჩუქარი სახელმწიფოს.
”აგრარული პავილიონები აშენდა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალის გასწვრივ, სოფლის პროდუქტით მოვაჭრე გლეხებისთვის უსაფრთხო და კომფორტული პირობების შექმნისთვის. კომპლექსს “ფონდი ქართუ” ქარელის მუნიციპალიტეტს გადასცემს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები