შავი ზღვის სანაპიროზე სინოპტიკოსები 5 ბალიან შტორმს ელოდებიან. მათი განცხადებით, უამინდობა 3 დღე გაგრძელდება.
„ბათუმის სანაპირო საზღვაო ზოლში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი, იქროლებს დასავლეთის ქარი სიჩქარით 15 მეტრი წამში. საშტორმო მდგომარეობა მოსალოდენალია 24 ოქტომბერს ღამით, რომელიც 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება“, – აცხადებს, სინოპტიკოსი გიორგი გადელია.
კომენტარები