C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო განცხადებით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ეძლევათ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა:
”მე მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში ამ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და მე ვფიქრობ, ეს ორი სამუშაო დღე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს, როგორც გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი. პროექტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს მკურნალობას. ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ჩართულობის კრიტერიუმი მოგვეხსნა და ნებისმიერს, ვინც გაივლის შესაბამის კვლევებს, მიიღოს ეს მკურნალობა. შედარებისთვის, თუ შარშან თვის განმავლობაში პროექტში შეგვეძლო 700-800 პაციენტის ჩართვა, დღეს ავედით 5000-ზე და ეს ბოლო არ არის”, –განაცხადა სერგეენკომ.