ე.წ სამხრეთ ოსეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. უშიშროების კომიტეტში განუცხადეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით დაკავებულები სოფელ ქარქუშაანის, მეჯვრისხევის და კირბალის მკვიდრნი არიან. დაკავების მომენტში მათ საბუთები არ აღმოაჩნდათ.
ამჟამად დაკავებულთა ვინაობის დადგენა მიმდინარეობს, აღნიშნულია ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები