თურქეთში, ანტალიაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ანტალიაში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობის ავტოსადგომზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები და მაშველები. გამოძიების წინასწარი ვერსიით, აფეთქება ავტომობილის გაუმართაობამ გამოიწვია. ამასთანავე სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიასაც არ გამორიცხავენ. ანტალიაში მყოფ ტურისტებს მოუწოდებენ, რომ მათ ვითარების გარკვევამდე სასტუმროებიდან არ გამოვიდნენ.
კომენტარები