პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გარდაბანში „პლანტას“ სასათბურე მეურნეობას ეწვია, რომელიც საქართველოში ყველაზემასშტაბური და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურია.
„პლანტას“ სასათბურე მეურნეობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული საინვესტიციო პროექტია, რომელიც ფრანგულ კომპანია Richel Group–თან და ჰოლანდიურ კომპანია Certhon–თან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტისპირველი ფაზა 2015 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებში სასათბურე მეურნეობა 4.4 ჰექტარზე განვითარდა. 2016 წელს, პროექტისმეორე ფაზის განხორციელების შედეგად, „პლანტას“ 12 ჰექტარამდე გაფართოვდა. პროექტში დღეისთვის ინვესტირებულია 22.2 მლნამერიკული დოლარი.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და პროექტის მნიშვნელობა შეაფასა. მან ხაზი გაუსვასაქართველოს თანაინვესტირების ფონდის როლს ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისკუთხით. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, „პლანტას“ სასათბურე მეურნეობის პროექტი ხელს უწყობს საქართველოშიწარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა პროდუქციამ მაქსიმალურად გაუწიოს კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებულს.
”ამ ინვესტიციის შედეგი გახლავთ ის, რომ აქ 250 ადამიანი დასაქმდება. შედეგი არის ასევე ის, რომ აქ იწარმოება თანამედროვეევროპული ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება და ასევე გავა ექსპორტზე. ეს არის ნათელი მაგალითი,თუ როგორ შეიძლება ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს არსებობს, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, გამოიყენოსსაქართველომ, იმისთვის რომ ადგილობრივი ინვესტიციები გაიზარდოს და დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. კიდევ ერთხელგავიმეორებ, რომ ეს არის 250 დასაქმებული ადგილობრივი, წელში გამართული ოჯახი. ეს გახლავთ ჩანაცვლებული იმპორტი, უფრომაღალხარისხიანი ადგილობრივი პროდუქცია და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ექსპორტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამპროექტში მონაწილეობა მიიღო ორმა ყველაზე წამყვანმა ევროპულმა კომპანიამ, ფრანგულმა კომპანია ”რიშელმა” და ჰოლანდიურმაკომპანია ”სერტონმა”, რომელთა ტექნოლოგიაც იქნა გამოყენებული. ეს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია და ძალიან მოხარულივარ, რომ საქართველოში დღეს არის ასეთი დონის სასოფლო სამეურნეო საწარმო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„პლანტას“ სასათბურე მეურნეობა საქართველოშ ყველაზე მასშტაბური და მაღალტექნოლოგიურია. სათბურში წარმოების პროცესიმიმდინარეობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ჰოლანდიელი და ფრანგი აგროინჟინრების, ტექნოლოგებისადა ბიოლოგების ზედამხედველობით. სასათბურე კომპლექსში წარმოებული ბოსტნეული ბაზარზე „პლანტას“ სავაჭრო ნიშნით არისწარმოდგენილი. წელს „პლანტა“ მომხმარებლებს კიტრის კულტურებთან ერთად, პომიდვრის კულტურებსაც შესთავაზებს, რომელიცგამორჩეული იქნება მაღალი ხარისხითა და განსაკუთრებული გემოთი. გასულ სეზონებზე, „პლანტას” სათბურებში წარმოებულმაპროდუქციამ 2,000 ტ შეადგინა. მიმდინარე წელს, სასათბურე მეურნეობის 12 ჰექტარამდე გაფართოვების შემდეგ, პროდუქციისმოცულობა გასამმაგდა და მისი წლიური მაჩვენებელი 6, 000 ტონას გადააჭარბებს. ამჟამად „პლანტას“ სათბურებში დასაქმებულია 146ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. 2016 წლის ბოლოს მათი რიცხვი 250-მდე გაიზრდება.