საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნოემბრის ბოლოს მოსკოვში მიემგზავრება. ილია მეორე რუსეთის პატრიარქმა კირილემ მიიწვია. საქართველოს დელეგაცია რუსეთის დედაქალაქში კირილეს დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
ამასთანავე, გამორიცხულია რ არის, რომ საქართველოს პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ამის შესახებ გამოცემა politcom.ru იუწყება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ არის, თუმცა ის გამორიცხული არ არის.
politcom.ru წერს, რომ რუსეთსა და საქართველოს ორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გადაუჭრელი პრობლემების გამო ილია მეორეს ვიზიტები რუსეთში, რომელიც 2008 წლის შემდეგ რამდენჯერმე შედგა, შეიძლება განიხილებოდეს, როგორც „ალტერნატიული დიპლომატია“, როდესაც ურთიერთობა ხდება „გადაუჭრელ პოლიტიკურ ურთიერთობებზე“ აქცენტირების გარეშე.
ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქს შეხვდება
2016/10/29 14:37:34
კომენტარები
ნანახია: 2582 ჯერ