საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ იმ კანდიდატს, რომელსაც ხმა მისცა, ალტერნატივა არ ჰყავს.
„იმ კანდიდატს, რომელსაც მე მივეცი ხმა, ალტერნატივა არ ჰყავს, იმიტომ, რომ თავისი ადამიანური, მორალური და პროფესიონალური თვისებებით ყოველთვის გამოირჩეოდა, ყოველთვის იყო ღირსეული, სამაგალითო და ძალიან პატივსაცემი. ასე რომ, ამ კანდიდატს არა მარტო ამ უბანზე, არცერთ უბანზე არ ეყოლებოდა თავისი კონკურენტი”, – განაცხადა ეკატერინე ხვედელიძემ.
კომენტარები