„თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის, თეიმურაზ გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, ჭიათურაში პარტიის ყოფილი და მოქმედი ლიდერები იმყოფებიან.
აქ იმყოფება ირაკლი ალასანიაც. ალასანია მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის გაცნობას და ქუჩაში მოქალაქეებთან შეხვედრას გეგმავს.
“ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჭიათურას ჰყავდეს ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. კაცი, რომელმაც იცის სიტყვის ფასი და იქნება ჭიათურლების ხმა, მათი პრობლემების მოგვარებისთვის, პარლამენტში. მოვუწოდებ ჭიათურლებს, რომ იაქტიურონ. ყველა ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მოვიდნენ არჩევნებზე და დაუჭირონ მხარი თემურ გაფრინდაშვილს,” – განაცხადა ალასანიამ.
კომენტარები