სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, არჩევნების მეორე ტურმა, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ადგილი ჰქონდა გარკვეულ ხარვეზებს. ომბუდსმენი დამკვირვებლებზე ზეწოლისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს. მისივე შეფასებით, გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაშიც .
დღეიდან ნანუაშვილი იწყებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე ანგარიშის მომზადებას.
„არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში წარიმართა. სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ჩვენი მობილური ჯგუფების მეშვეობით, 450-მდე საარჩევნო უბანს ვესტუმრეთ. ვცდილობდით ყველა სავარაუდო დარღვევის ფაქტი გამოგვეკვეთა. გარკვეულწილად არის დარღვევები. 5 კონკრეტული ფაქტი იყო, როდესაც დამკვირვებლებზე მოხდა ზეწოლა ან გარკვეული პრობლემები შეექმნათ მათ. ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტი გამოვლინდა ასევე. იყო სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე შემთხვევა. საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში – ხარვეზები. მარკირების პროცესში იყო გამოვლენილი რაღაც ხარვეზები. ეს არის ის საკითხები, რომელზეც ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან მოხდა რეაგირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, -განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველი: არჩევნების მეორე ტურმა, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში ჩაიარა
2016/10/31 11:39:52
კომენტარები
ნანახია: 1385 ჯერ