თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
სს „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის (ნაწილობრივ), გალაქტიონ ტაბიძის, ლეონიძის, ჭოველიძის, ზანდუკელის, კერესელიძის, მაყაშვილის, წინანაურის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და გულბანის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქრების და ქსნის ქუჩების მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.