„ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატი ოპოზიციის მიერ უკანონო დაპირებების გაცემის შესახებ საუბრობს. ნინო ლაცაბიძე ოპონენტებს მოუწოდებს, მოსახლეობას ობიექტური არჩევანის საშუალება მისცენ.
„მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ოპოზიციურ პარტიებს, რომ მათ საშუალება მისცენ ჩვენს თანამოქალაქეებს ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთონ არჩევანი. მე მესმის, რომ მათ, ჩვენგან განსხვავებით, არ აქვთ არანაირი ხედვა და გეგმა სამომავლოდ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი ა როგორ უნდა განხორციელდეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. მოსახლეობაში გარკვეული ჯგუფები დადიან და ჰპირდებიან, რომ დაკანონდება ავტოფარეხები. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ თემას იყენებენ ისევ. ეს თემა იყო გაჟღერებული გასულ წელს საარჩევნოდ და ძალიან სამწუხაროა, რომ საკითხით, რომელსაც გარკვეული კანონი არეგულირებს, მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში. არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ მივცემთ საშუალებას, შეცდომაში შეიყვანონ თუნდაც ერთი ადამიანი“, – განაცხადა ლაცაბიძემ.