2, 3, 4 ნოემბერს ზოგიერთ რეგიონს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”ენერგო-პრო ჯორჯიას” ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
კომპანიის ინფორმაციით, 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4474 აბონენტს ზუგდიდის გარეუბანში, 11:00-დან 18:00 საათამდე 3260 აბონენტს ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში ხაბუმე, ზუმი, მუხური და ჯუმათი, 07:00-დან 07:30 საათამდე 5859 აბონენტს ხელვაჩაურში და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 17:00 საათამდე 1400 აბონენტს ზემო აჭარის რაიონის სოფლებში ხიხაძირში, წაბლანასა და კვატიაში;
ხოლო 3 ნოემბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება 12:00-დან 16:00 საათამდე 1870 აბონენტს ზუგდიდის გარეუბანში, 11:00-დან 18:00 საათამდე 809 აბონენტს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში;
4 ნოემბერს 10:30-დან 14:30 საათამდე 3415 აბონენტს ოზურგეთის რაიონის სოფლებში მერია, ლაითური და გურიანთა, 11:00-დან 14:00 საათამდე 1266 აბონენტს ჩოხატაურის რაიონის სოფლებში ზოტი, თავპანტა და ბაქოლეთი.