ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი სასტუმრო „სანაპიროში“ შეყვანის დროს გარდაიცვალა – ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
„ბათუმის ერთ-ერთი კოვიდსასტუმროსეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა. პაციენტს კოვიდსასტუმროშიშეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.
ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები