დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა. მამა გაბრიელი 1929 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. 2012 წლის 20 დეკემბერს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. 1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: „იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს“[3][4] მას უპირობო დახვრეტის მუხლი მიუყენეს. კომუნისტური რეჟიმის მესრვეურები მოითხოვდნენ მისგან, რომ ეღიარებინა რომ ყოველივე ეკლესიის დავალებით ჩაიდინა, სანაცვლოდ კი სიცოცხლის შენარჩუნებას სთავაზობდნენ. ხანგრძლივი ტანჯვა-წამების მიუხედავად, გაბრიელ ბერი ურყევად იდგა. პირიქით, მორიგ დაკითხვაზე ლენინი კვლავ მხეცად მოიხსენია, რაზედაც კვლავ ცემა და წამება მიიღო. ეს ფაქტი უცხოეთის პრესისთვის არ დარჩენილა უცნობი. ევროპისა და ამერიკის ჟურნალ-გაზეთებით ფართოდ გავრცელდა ეს დაუჯერებელი და სენსაციური ამბავი.[4] მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.