საქართველოს ხელისუფლებამ საუდის არაბეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამავდროულად, გარკვეულ პირობებში ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წლამდე ვადით დარჩენას შეძლებენ, – იუწყება სააგენტო «Аrab News».
მისივე ინფორმაციით, ვიზები გაუქმებულია ასევე მათთვის, ვისაც საუდის არაბეთში ბინადრობის მოწმობა გააჩნია: მათ უფლება აქვთ, საქართველოს ტერიტორიაზე სამი თვე დაჰყონ იმ პირობით, თუ ოტელში ადგილს დაჯავშნიან.
თავად საქართველოს მოქალაქეებს ამ დროისთვის საუდის არაბეთში გასამგზავრებლად ვიზები ესაჭიროებათ. სამეფოს თბილისში საელჩო არ აქვს.
კომენტარები