მოსწავლეთა წიგნები უფრო მსუბუქი იქნება, – ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროცესში ჩართული არიან გამომცემლები და ჯანდაცვის სამინისტრო.
„ჩვენი ახალი წიგნები იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა. წიგნები ჯამში საკმაოდ მძიმე გამოდის, რადგან მოცულობითია. ვყოფთ წიგნს. გარდა ამისა, პროგრამების გადამუშავებაზე მოგვიწვს მუშაობა, რაც არაერთხელ მითქვამს. ჩანთის სიმძიმე მარტო წიგნის სიმძიმიდან არა, გაკვეთილების სიმრავლიდანაც გამომდინარეობს. ანუ 7 თუ 8 გავკეთილი თუ აქვს, უფრო მეტი წიგნი და რვეული უნდა წაიღო“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.
კომენტარები