ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც დაშავებულები ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავენ, ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა.
,,ერთ-ერთ მუშასთან მოუვიდა კონფლიქტი ჩინელებს და ჩვენც მის დასახმარებლად მივედით. რკინის ჯოხებით გვცემდნენ, რის შედეგად რამდენიმე მუშამ სერიოზული დაზიანება მიიღო. ზოგს ჭრილობები თავის და ტანის არეში აქვს მიყენებული“, – განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
არსებული ინფორმაციით, წუხელ სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ რამდენიმე ქართველ მუშას და ჩინელ მუშას შორის დაპირისპირება მოხდა.
კომენტარები