სტამბოლში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრები დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან. ისინი უწყებას ცხედრის დროულად გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვენ.
მათთვის უცნობია გარდაცვალების მიზეზი, თუმცა თვითმკვლელობას გამორიცხავენ.
საქართველოს გენერალურ საკონსულოს ინფორმაცია თურქმა სამართალდამცველებმა ორი დღის წინ მიაწოდეს. ცხედარს უკვე უტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
კომენტარები