მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გეგმას გამოეხმაურა. ამ თემაზე ევროპარლამენტარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ორიოდე კვირის წინ გვქონდა შეხვედრა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთა სტრასბურგში. ვთხოვეთ მას თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და თავისი პოლიტიკური კაპიტალი სიტუაციის დეპოლარიზაციისთვისგამოიყენოს. ვთხოვეთ მას, გააკეთოს ყველაფერი, რომ ამ ქვეყანაში გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა კალიურანდმა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს გეგმავს.
კომენტარები
